LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-ის რეიტინგში პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ლიდერობს

94

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, გამოკითხვის ლიდერი შეიცვალა და ის არა ვლადიმერ პუტინი, არამედ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სი ძინპინის მაღალი რეიტინგი განპირობებულია თანამედროვე ჩინეთისთვის არნახული სახელისუფლებო უფლებამოსილებით, რომელიც თავმოყრილია ერთი ადამიანის ხელში.

რუსეთის ლიდერმა ამ სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მესამე ადგილზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მეოთხე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მეხუთეზე – „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები