LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს

64
FORTUNA.GE (22)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია 22 პირი – დაკავებულებს შორის არის 17 ნარკორეალიზატორი, მათგან 10 ფონიჭალაში.

სპეცოპერაციის ფარგლებში, გარდა რეალიზატორებისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია 5 პირი.

მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას აქვეყნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „პრეგაბალინის“, „სუბოქსინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები – 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ნარკორეალიზატორებისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 5 პირი – 1983 წელს დაბადებული ო.ა., 1981 წელს დაბადებული ზ.ზ., 1989 წელს დაბადებული რ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1989 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, რ.ჩ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ალფა-პვპ”. ზ.ზ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს“. – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები