LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს”- ანგელა ვასილენკო

70

“ფონდში 14 წელი ვმუშაობდი, მხოლოდ ორი წელი ვიღებდი ხელფასს.ჩვენ არ ვიყენებდით სახელმწიფო დაფინანსებას, ეს იყო სპონსორების თანხა, “- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც  ანგელა ვასილენკომ აღნიშნა, შეკითხვები ძირითადად ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო დასმული. მისი თქმით, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

“ძალიან ბევრი კითხვები იყო, მე მათ მივეცი ინფორმაცია და იმედი მაქვს, მეტი კითხვები აღარ აქვთ. 14 წელი ვმუშაობდი ფონდში, არ ვიცი ზუსტი ციფრები ბუღალტერიის, ჩვენ არ ვიყენებდით სახელმწიფო დაფინანსებას, ეს იყო სპონსორების თანხა, ჩვენ გავაკეთეთ გასაოცარი პროექტები,ჩვენ შესანიშნავი პროექტები განვახორციელეთ – დმიტრი ხვოროსტოვკი, მონსერატ კაბალიე, მაია პლისეცკაია – ეს ხალხი ცოცხალი აღარ არის. ფონდის მუშაობის შედეგად საქართველოს ამ ადამიანების ნახვის საშუალება მიეცა. ვიყავი დამხმარე და ვეწეოდი სამხატვრო ხელმძღვანელობის ნაწილს. მქონდა მოლაპარაკებები ადამიანებთან, რომლებიც აქ უნდა ჩამოსულიყვნენ და ჰქონოდათ კონცერტები. როდესაც ადამიანები აქ ქველმოქმედების მიზნით ჩამოდიოდნენ, მათთვის უნდა შეგვექმნა პირობები, რომ მათ თავი ბედნიერად ეგრძნოთ. მაქვს იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა”- განაცხადა ვასილენკომ

ვასილენკო აღნიშნავს იმასთაც, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები პაატა ბურჭულაძეს აიძულებენ საქართველო დატოვოს. პაატა ბურჭულაძის მეუღლე  ირწმუნება,  რომ თითოეული მოქალაქის საქველმოქმედო ფონდში შეწირული თანხა, მხოლოდ და მხოლოდ ფონდის საქმიანობისთვის დაიხარჯა.

“პროკურატურა ტყუილზე დაფუძნებული პიარის ნაწილია. პროკურორმა  ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მე გავიქეცი და ისინი 7 თვის მანძილზე მიბარებდნენ პროკურატურაში. ეს არის ტყუილია. გამომძიებელი მესტუმრა სახლში და მე მოვაწერე ხელი, რომ 8 ოქტომბერს გამოვცხადდებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად.შავი პიარით არიან დაკავებულები. ყველას გახსოვთ კონცერტები, ადამიანები ვისაც ვეხმარებოდით, ეს გაჩერდა შავი პიარის გამო. მე არ ვიტყვი ვის უშლის პაატა ხელს, ვის უშლის ხელს მისი ავტორიტეტი“,- განაცხადა ანგელა ვასილენკომ.

რაც შეეხება ადვოკატს,  სოსო ბარათაშვილი კონკრეტული სახელის და გვარის დასახებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესები პაატა ბურჭულაძის სახელის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

შეგახსენებთ რომ საქალაქო სასამართლოში ანგელა ვასილენკო ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით , თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იკითხებოდა. საქმე  ფონდ “იავნანას” გაფლანგულ ხარჯებს შეეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები