LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი იყო – როგორ შეიძლება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული მოსაზრება იყოს“ – სარჯველაძე

150
სარჯველაძე და ურსულა

„ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი კარგი კანონი იყო და შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო – ასეთ დროს როგორ შეიძლება მოსაზრება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებული იყოს, ეს გასაგები არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ამოქმედების თარიღი ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა, პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს.

„როცა ოპოზიცია ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რაც მიღებულია 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ეს არასწორი და უარგუმენტოა. სანამ რეკომენდაციები გაჩნდებოდა, მანამდეც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ოპოზიციის განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე, არ იყო მართებული და მათთვის შეიძლება აღმოჩენილიყო არახელსაყრელი და არასასიამოვნო. ეს ყველაფერი ახდა და ახლა, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, მათ ესაჭიროებათ, რომ ამასაც დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება ასეთ კანონს იღებს, ერთი ამოცანა ამოძრავებს – ეს არის 12 პუნქტის შესრულება. სარჯველაძის თქმით, უკრაინას, პრაქტიკულად, იგივე შინაარსის კანონპროექტი ჰქონდა მიღებული.

„ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დენ ლაიენი ამბობდა, რომ ეს კარგი კანონი იყო. შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო. ასეთ დროს როგორ შეიძლება, ეს მოსაზრება საქართველოსთან მიმართებით იყოს განსხვავებული, ეს გასაგები არ არის.

კანონის ამოქმედების თარიღი ზუსტად ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და ამ საკითხზე იყოს საერთო კონსენსუსი. მაშინ, როცა თავად ოპოზიციამ არ იცის, რა უნდა და თვითმიზანი აქვთ, რომ რაიმე კრიტიკული თქვან, ასეთ ფონზე კონსენსუსის მიღწევა ჭირს“. – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია.