LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

81
anzorerqomaishvili

ქართული კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ცნობილი მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, 3 აპრილს დაკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები