ავიაკომპანია flydubai-მ, შესაძლოა, თბილისში სპეცრეისი შეასრულოს და დუბაიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანოს. ინფორმაციას სააგენტო avianews.ge გამოცემა Khaleej times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს უკანასკნელი იმ 13 ქვეყანას ასახელებს, სადაც ე.წ. რეპატრიაციის ფრენების განხორციელება იგეგმება.
საქართველოს გარდა, სიაშია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ხორვატია, ერაყი, ირანი, ყირგიზეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა და უზბეკეთი.
“სპეცრეისებით ამ სახელმწიფოების მოქალაქეები და ბინადრობის მოწმობის მქონე პირები ისარგებლებენ, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან. გამოცემა იუწყება, რომ ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია, თუმცა ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ქვეყნების ნებართვაა საჭირო”, – წერს avianews.