ფლორენცია მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადება. ტოსკანას მთავარი ქალაქი მუსიკის დღესასწაულს 5 მაისიდან 13 ივლისამდე უმასპინძლებს. ფეტსივალის პროგრამა ტრადიციულად ძალიან დატვირთული იქნება და საოპერო თუ საბალეტო დადგმებთან ერთად თეატრალურ სპექტაკლებსაც უმასპინძლებს.
მუსიკალური მაისი ფლორენციაში ჯერ კიდევ 1933 წლიდან იმართება და მისი დამაარსებელი პოლიტიკოს-მეცენატი ლუიჯი რიდოფლ ვაი და ვერაცანოა.
აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით გაიმართება და არამხოლოდ ფლორენციას არამედ ტოსკანას რამდენიმე ქალაქს მოიცავს.