უინძორში გამართული პოლოს მატჩი ალბათ სპორტულ სანახაობაზე მეტად, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ახალი ფოტოებით გახდა დასამახსოვრებელი. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სამეფო პროტოკოლის ყველა წესი დაარღვიეს, როცა მატჩის დროს არნახული სასიყვარულო სცენები გაითამაშეს.
„აქ იყო ფლირტიც, ვნებაც და სიყვარულიც“, – მიიჩნევენ სხეულის ენის ექსპერტები. ისინი ირწმუნებიან, რომ კემბრიჯებს შორის სიყვარული კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
ქეითისა და უილიამის სიყვარულის ისტორია 20 წელს ითვლის, თუმცა მსგავსი გულახდილი ფოტოებიო მედიას არ ახსოვს.
ახალ ფოტოებზე, ქეითი და უილიამი ახლად დაქორწინებულებს ჰგვანან, კემბრიჯის ჰერცოგინია ბრწყინავს ულამაზეს თეთრ კაბაში.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის პირველი ერთობლივი პორტრეტი ხელოვნების მუზეუმში წარადგინეს
პრინცესა თეთრებში – ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1700 დოლარიან ორეულში შეუდარებელია