ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებში ჩანს, თუ როგორ გამოიყურება ადგილი პარკში, სადაც ულამაზესმა ფლამინგოებმა დაიდეს ბინა.
ფოტოგრაფის ინფორმაციით, პარკი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
„ვგიჟდები ფლამინგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი ხანაც აფრიკაში… სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით…
15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი…
რაც მთავარია, შესვლა სრულიად უფასო იქნება!
P.S. ჩემმა მეგობარმა მომწერა პაატა სულაბერიძემ, რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს. ასე რომ, დაველოდოთ… მადლობა პაატა!“, – წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი.