ელექტრონული Cadillac Celestiq-ის პრემიერიდან 2 თვის შემდეგ, მისი ყიდვის მსურველთა სია ნახევარ წელზე გაიწელა. დაახლოებით ასეთია ლოდინის გრაფიკი მწარმოებლის გადაწყვეტილებით, რამეთუ წელიწადში 730 ათასზე მეტი ლიფტბექის გამოშვება არ იგეგმება.
სიახლე ყველგანმავალ Cadillac Escalade-ზე 4-ჯერ უფრო ძვირია, თუმცა ყველაზე ძვირფასი და თანამედროვე სიახლეების დამფასებელთათვის მაინც ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, ყველასთვის მოულოდნელად, 21-ე საუკუნის მთავარმა სიახლემ ერთობ ისტორიული ემბლემა მიიღო.
Celestiq-მა ბრენდის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო და ამიტომ მისთვის დიზაინის უძველესი ელემენტი გააცოცხლეს.
კაპოტზე ქანდაკებას არ დადგამენ, თუმცა „ქალღმერთი“ წინა პანელზე გაჩნდება და შესაძლოა რაღაც ფუნქციაც კი შეიძინოს.