LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: ბოლო 2 წელიწადში მართლა ყველაზე სასიხარულო ამბავია… გახსოვდეთ ივნის/ივლისში ისევ მოსალოდნელია კოვიდის აფეთქება საქართველოში

439
ჰჰჰ

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში 7 აპრილის სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სასიხარულო ამბავია, როცა ბოლო 2 წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო არავინ გარდაცვლილა.

„დღეს მართლა ხარებაა, ნახეთ, რა კარგი და სასიხარულო ამბავია… ამ ბოლო 2 წელიწადში მართლა ყველაზე სასიხარულო ამბავია,

გთხოვთ, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა, რაც შეიძლება, დიდხანს … ეს შესაძლებელია …. აიცერით პროტოკოლის მიხედვით ახალი ფაიზერის ვაქცინით … აიცერით,

გახსოვდეთ ივნის/ივლისში ისევ მოსალოდნელია კოვიდის აფეთქება საქართველოში და შევხვდეთ ამ ვერაგ ვირუსს შეირაღებულები“. – წერს გიორგი ფხაკაძე სოოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – დაინფიცირდა 324 პირი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები