LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე ახალ კვლევაზე: მძიმე კოვიდს შეუძლია დააკლოს თქვენს IQ-ს 10 ქულა, რაც 20 წლით ნაადრევად დაბერების ტოლფასია

228
ფხაკაძე კვლევა

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ მძიმე კოვიდს შეუძლია, კოგნიტური პრობლემები გამოიწვიოს.

„მძიმე კოვიდს შეუძლია დააკლოს თქვენს IQ-ს  10 ქულა❗️გაფრთხილებდით❗️

✅კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ Covid-19-ის მძიმე შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური პრობლემები, რაც 20 წლით ნაადრევად დაბერების ტოლფასია.

✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატიას, სადაც კვლევის შედეგებზეა საუბარი. 

კვლევა ჩატარდა 28-დან 83 წლამდე პაციენტში. ისინი ჰოსპიტალიზებული იყვნენ 2021 წლის მარტიდან 31 ივლისამდე.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდებიან მძიმე კორონავირუსული ინფექციებისგან, შეიძლება დასჭირდეთ გრძელვადიანი ზრუნვა კოგნიტური დეფიციტის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები