LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკური დაპირისპირება ქათმის გამო – პანკისში მაჩალიკაშვილის ძმას სცემეს

481
pankis

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე კაცია შეკრებილი და ცენტრალური სამანქანო გზის გადაკეტვას აპირებენ. პროტესტი ქისტებსა და მატნელებს შორის, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით,  23 ივლისს, საღამოს, მატნელი ახალგაზრდები სოფელ ხადორიდან ბრუნდებოდნენ, სადაც იქეიფეს. სოფელ დუისში სამანქანო გზაზე ავტომობილით ქათამი გაიტანეს, რასაც იქვე მყოფ პირებთან შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირება პანკისში ქისტებსა და სოფელ მატნის მცხოვრებლებს შორის გვიან ღამით მოხდა.
პანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ნაცემია ერთი ახალგაზრდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის შემდეგ ხეობაში გადაადგილებას ცდილობდა.

ნაცემ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი.

სოფელ მატანში ახალგაზრდები ითხოვენ, რომ პანკისელებმა ბოდიში მოიხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები