LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fittipaldi-ის სუპერქარი 1,5 მილიონი დოლარი ღირს

67

კომპანია Fittipaldi Motors, რომელიც ”ფორმულა ერთის” ორ გზის ჩემპიონმა, პოპულარული ამერიკული რბოლის ”ინდი 500”-ის გამარჯვებულმა ემერსონ ფიტიპალდიმ დააარსა, 39 სუპერქარს გამოუშვებს, რომელთგან თითოეული 1,5 მილიონი დოლარი ეღირება. ამის შესახებ გამოცემა Automotive News წერს.

სუპერქარი Fittipaldi Motors პირველად წელს ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდა. ავტომობილის დიზაინი ატელიე Pininfarina-მ შეიმუშავა, საინჟინრო ნაწილი კი ფირმა HWA-მ შეასრულა, რომელიც გერმანულ ჩემპიონატ DTM-ში Mercedes-Benz-ის პარტნიორია.

სატრეკო კარბონის კუპე დაკომპლექტებულია 600 ცხენის ძალიანი რვა ცილინდრიანი ატმოსფერული 4,8 ლიტრის მოცულობის ძრავით. ავტომობილის მასა 1000 კილოგრამია. დინამიური მახასიათებლები არ ზუსტდება.

ავტომობილს HWA-ს ქარხანაში, შტუტგარდში ააწყობენ, თითოეული ავტომობილის გაფორმება განსხვავებული იქნება.

მოგვიანებით, კომპანია სუპერქარის საგზაო ვერსიის გამოშვების შესაძლებლობასაც განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები