LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფიტნესი” – ქართულ ბაზარზე დიეტური მაწონი გამოჩნდა

2043

”მილკო ფუდმა” მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შესთავაზა- სუპერმარკეტების დახლებზე მაწონი ”ფიტნესი” გამოჩნდა, რომელიც ნაკლებადკალორიული პროდუქტია.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს,  ”მილკო ფუდმა” შექმნა ფიტნესის ხაზი. ამ დროისთვის უკვე გამოდის ”ფიტნეს ხაჭო” და ”ფიტნეს მაწონი”, კომპანიის სამომავლო გეგმებში კი ”ფიტნეს კეფირის” და ”ფიტნეს იოგურტის”  წარმოებაც შედის.

miko”ფიტნესის ხაზი კვების მიმართულებით – ეს არის სრულიად ინოვაციური სიახლე ქართულ ბაზარზე. მაწონი ”ფიტნესი,” ისევე როგორც ”მილკო ფუდის” დანარჩენი პროდუქტი, დამზადებულია ნატურალური ნაღების კარაქზე. ცხიმის შემცველობა მხოლოდ 1%-ია.  ამასთან, მაწონი მდიდარია ლაქტოფლორითა და ცილებით”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, მაწონი ”ფიტნესი” არა მხოლოდ დიეტაზე მყოფი მომხმარებლისთვისაა შექმნილი, არამედ უბრალოდ ჯანსაღი  კვების მოყვარულთათვისაც.

როგორც ”მილკო ფუდში” განმარტეს, ახალი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში დაახლოებით ერთი თვეა გამოჩნდა. მისი ღირებულება ჩვეულებრივი მაწვნის ფასს არ აღემატება და იყიდება სრულიად საქართველოს მასშტაბით, დიდ სავაჭრო ქსელებსა, თუ პატარა მაღაზიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები