ავსტრალიელმა ფიტნეს-მწვრთნელებმა ქველმოქმედებისთვის გაიხადეს. ხუთმა მწვრთნელმა საქველმოქმედო კალენდარისთვის იპოზიორა. მამაკაცებმა ფოტოები თავშესაფრის ძაღლებთან ერთად გადაიღეს და იმედი გამოთქვეს, რომ ცუგები პატრონებს ძალიან მალე იპოვიან. კალენდრის გაყიდვით შემოსული თანხაც მთლიანად თავშესაფარს გადაერიცხება და ცხოველების მოვლას, ვეტერინარის მომსახურებას თუ ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ „ძაღლების გადასარჩენი კალენდრის“ შექმნის იდეა ბრიტნი ბენეტს ეკუთვნის. გოგონამ ცოტა ხნის წინ გაიგო, თუ რამხელა ფინანსები სჭირდება ცხოველთა თავშესაფარს და გადაწყვიტა, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერი გაეკეთებინა. მწვრთნელებს კი იდეა მოეწონათ და ბრიტნის სიამოვნებით დაეხმარნენ. აღსანიშნავია, რომ კალენდრის ფასი 19,95 დოლარია.