საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საპარტნიორო ფონდს, სახელმწიფო სუვერენულ რეიტინგთან გათანაბრებული, BB- საკრედიტო რეიტინგი 2017 წელსაც დაუდასტურა.
“BB- ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია ქართული კომპანიებისათვის. სააგენტო ფონდს 5 კრიტერიუმით აფასებს. წლევანდელ ანგარიშში ხაზგასმულია „საპარტნიორო ფონდის“ სტრატეგიული როლის ზრდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და, ასევე, აღნიშნულია, რომ ფონდის მნიშვნელობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, მომავალშიც გაიზრდება“, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
მათივე ინფორმაციით, Fitch-ი ასევე წერს, რომ ფონდის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ფონდის მიერ აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ემსახურება.
ფონდის განმარტებით, ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტს საქართველოში სს „საპარტნიორო ფონდს” საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი BB- 2012 წლიდან აქვს მინიჭებული და მას დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს.