LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fitch Ratings-მა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ რეიტინგი BB მიანიჭა

98

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რეიტინგი „BB-“ ყველა კატეგორიაში, ზედიზედ მესამედ მიანიჭა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეიტინგის ზედიზედ მესამედ მინიჭება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ ჯერ კიდევ 2015 წელს, პირველივე ცდაზე მიანიჭა. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა, ადგილობრივმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული შეფასება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად ისევ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება რჩება. კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით დედაქალაქისთვის არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სანდოობა ფინანსური ინსტიტუტებისთვის საგრძნობლად მაღალია, რასაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings -ის მიერ, კომპანიისთვის ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-ის სტაბილური პროგნოზით მინიჭება ადასტურებს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, Fitch Ratings მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. კერძოდ, საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ის ექსპერტიზა და ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო საკრედიტო ბაზრებზე დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, მიიღონ მნიშვნელოვანი და სანდო საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები