LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფისტა ჩვენს ოჯახში” – მსურველებს ფისტას ნერგები უსასყიდლოდ გადაეცემათ

902

,,ფისტა ჩვენს ოჯახში” – „საქართველოს ფისტას ასოციაციამ“ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ფისტას ნერგებს ასოციაცია უსასყიდლოდ გასცემს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ  ასოციაციის წევრები გახდნენ და, საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად, ფისტას 3 ნერგი მიიღონ.

როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი.  პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული.

,,ასოციაციის აკადემიური საბჭო დააკვირდება კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს რეალურად გავარკვიოთ, რა ტერიტორიებია ვარგისი ფისტას კულტურისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის გავრცელებასა და მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას”, – აღნიშნავენ ,,საქართველოს ფისტის ასოციაციაში”.

მათივე ინფორმაციით, ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნებში მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტებში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

,,საქართველოს ფისტის ასოციაცია” 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები