მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შაბათ-კვირას, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში რუსული FSB-ს ბაზა გაანადგურეს.
ბაზა ოკუპანტებს ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროს კომპლექსში ჰქონდათ მოწყობილი.
ფიოდოროვის თქმით, ოკუპანტებს პანიკურად გადაჰყავთ ჯარები სხვა პუნქტებსა და დასახლებებში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება
მანვე აღნიშნა, რომ რუსები იბრძოლებენ დემოკრატიისთვის, როდესაც მიხვდებიან, რომ დადგა სრული იზოლაცია.
არსებული ინფორმაციით, FSB-ს ბაზაზე, უკრაინული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, ათობით ოკუპანტი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.
ფიოდოროვის ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაარტყეს მტრის საგუშაგოს მელიტოპოლიდან 20 კმ-ში და გაანადგურეს მათი სარადარო სადგური.