თუ მომსახურება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების კუთხით გჭირდებათ – მეგზურობას „ფინვეი“ გაგიწევთ.
ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩენილი კომპანიის მიზანს სწორედ ზუსტი, სანდო და დროული აღრიცხვის საშუალებით, ბუღალტრული ანგარიშგების მოწესრიგების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომპანიის პრიორიტეტია ასევე – მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული, განგრძობით სწავლებაში ჩართული ბუღალტრების გუნდი, მეგობრული სამუშაო გარემო და თითოეული დამკვეთის ინტერესებზე მორგებული კომფორტული სამუშაო პროცესი.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამკვეთის ინფორმაციის კონფიდენციალობა: კომპანიის დაგეგმილი, ან მიმდინარე პროექტები, მისი მოკლე ან გრძელვადიანი გეგმები, ფინანსური ან პროგრამის ანგარიშები, ინფორმაცია პარტნიორების, თანამშრომლებისა და სხვათა შესახებ“, – აცხადებენ „ფინვეის“ მენეჯმენტში.
მათივე ინფორმაციით, დაკვეთის ღირებულება განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობით, მასზე დახარჯული დროის მიხედვით და არა კომპანიის ბრუნვით.