LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

622

მილიონობით ადამიანის დილა იწყება  ყავით, თუმცა ყველა ქვეყანაში არომატული სასმელის მომზადების საკუთარი საიდუმლო აქვთ.

ყავა კვერცხით

ვიეტნამური ყავის მოსამზადებლად მხოლოდ კვერცხის გული, შესქელებულ რძე, შაქარი და ცხელი ყავა დაგჭირდებათ.

ლაპლანდიური ყავა

ფინეთში ფინჯანში ჯერ ყველის ნაჭერს დებენ, მერე კი, ცხელ ყავას უმატებენ.

ესპრესო რომაულად

იტალიელებს ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი აქვთ, თუმცა რომაელებს ყველაზე მეტად ყავა ლიმონით მოსწონთ.

ლაგრიმა

არგენტინული ყავის მოსამზადებლად რძის ქაფს უნდა დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ყავა.

ბონბონი

ბონბონი ესპრესოა შესქელებული რძით, იმ შემთხვევაში კი, თუ ყავას ცოტა ჩვეულებრივ, ცოტა შედედებულ რძეს დაუმატებთ, მაშინ leche y leche-ს მიიღებთ.

ყავა სუნელებით

ქუნჟუტის, შავი წიწაკის, მუსკატის და ყავის მარცვლების ერთად დაფქვით, მაროკოელები უგემრიელეს ყავას მიირთმევენ.

ყავა ჩაით

ყავის, შავი ჩაისა და რძის მიქსი მართლაც შთამბეჭდავია! ორიგინალური სასმელის მოსამზადებლად 4 კოვზი ჩაი, 2 კოვზი ყავა, წიწაკა და შესქელებული რძე დაგჭირდებათ.

ფრაპე

ყავა, ნაყინი, რძე და ცივი წყალი – სულ ესაა უგემრიელესი ფრაპეს რეცეპტი!

ფარისეი

ფრასე გერმანიაში გამოიგონეს, რათა ოსტატურად შეენიღბათ ალკოჰოლი (მეტწილად რომი) კარგად ათქვეფილი ნაღებისა და ყავის ჭიქაში.

ტოუბა

მოხალვისას ყავის მარცვლებს დაუმატეთ წიწაკა, მერე კი, რამდენიმე წუთი მოადუღეთ.

ყავა ნივრითა და თაფლით

„მოხუცი მავრის რეცეპტი“ განსაკუთრებული პოპულარობით თურქეთში სარგებლობს.

ყავა ფორთოხლით და რომით

იამაიკაში, რომელიც პირველ რიგში ალკოჰოლურ სასმელთან ასოცირდება, რა თქმა უნდა, ყავაც რომით მზადდება, თუმცა მეტი არომატისთვის ადგილობრივები ციტრუსაც სიამოვნებით მიირთმევენ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები