ფინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც წაულას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუკეთებენ. ვაქცინა FurcoVac ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დანიელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ როგორც დანიის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს განაცხადა, მუტაცია განცდილი კორონავირუსი, რომელიც წაულებს აღმოუჩინეს, დიდი ალბათობით გაქრა.
მანამდე კი Covid-19 წაულების 1 139 ფერმაში ძალიან სწრაფად გავრცელდა და მაშინ ყველაზე მეტად ჩრდილოეთ იუტლანდიის მხარე დაზარალდა. დაინფიცირდა ფერმების 200–ზე მეტი თანამშრომელიც.
ამის შემდეგ დანიის ხელისუფლება წაულების განადგურებაზეც ალაპარაკდა, რადგან ისინი ვირუსის ახალი სახეობის მატარებლები იყვნენ და ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
მოგვიანებით ეს მოსაზრება დადასტურდა კიდეც და ცხოველში მოტივირებული ვირუსი 12 ადამიანს აღმოუჩინეს.