LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ყინულის სასტუმრო შექმნეს

60

ფინეთში „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ყინულის სასტუმრო შექმნეს. სასტუმრო სპეციალურად ცნობილი სერიალის თაყვანისმცემლებისთვის დამზადდა და ის მთლიანად ყინულისგან არის აგებული. “Leland Hotel SnwoVillage”-ის მონახულება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ერთი ღამის საფასური დაახლოებით 200 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ასაგებად სპეციალისტებს მართლაც დიდი შრომა დასჭირდათ, მათ სერიალის ყველა პერსონაჟი ყინულისგან გამოჭრეს და საწოლიც კი ყინულისგან დაამზადეს. იმის გამო რომ ფიგურები არ დადნეს, სასტუმროში ძალიან ცივა,  ტემპერატურა მუდმივად -5 გრადუსზე დაბალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები