LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში გველები დაცვის ქვეშ აიყვანეს

139
Viper-in-Finland-750x400

ფინეთში გველი დაცულ სახეობად აღიარეს. ამიერიდან ქვეყანაში ქვეწარმავლების უბრალოდ დახოცვა დაუშვებელი იქნება, ასევე აიკრძალება მათი დაჭერა და ველურ ბუნებაში ბინადრობისთვის ხელის შეშლა. ინფორმაციას ამის შესახებ out in the nature ავრცელებს.

კანონის დამრღვევებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამასთან, ახალი კანონი ითვალისწინებს ადამიანის უფლებასაც, დაცული იყოს გველებისგან. ნებადართულია ქვეწარმავლების დაჭერა საკუთარ ეზოებში და მათი ტრანსპორტირება. თუკი გველის ტერიტორიიდან ცოცხლად გაყვანა ვერ ხერხდება, მაშინ მისი მკვლელობაც მისაღებია.

აღსანიშნავია, რომ ცხოველების უფლებებისა და კეთილდღეობისთვის კანონი მიიღეს ესპანეთშიც. იმ შემთხვევაში თუკი ადამიანი ცხოველს სასტიკად მოეპყრობა, შესაძლოა ციხეში 3 წლის ვადით აღმოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები