LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი შესაძლოა ღვინის ქვეყნად აღიარონ

120
thumb_1024x663_finnish-grapes-11zon

ფინეთი აპირებს, რომ ევროკავშირს მიმართოს თხოვნით, რათა ღვინის მწარმოებელ ქვეყნად აღიარონ. ფინეთს მსგავსი სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცემა 2028 წლისთვის, როცა ევროპა სოფლის მეურნეობის ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს.

ამჟამად ფინეთში მოღვაწე მწარმოებლებს არ აქვთ უფლება, რომ თავის პროდუქციას ღვინო უწოდონ. ადგილობრივ სასმელს მხოლოდ ასეთი აღნიშვნის ტარების უფლება აქვს: „მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი, ყურძნისგან წარმოებული.“

ღვინის ქვეყნის სტატუსის მიღებით ფინელი მწარმოებლები თავის ღვინოს არამხოლოდ ღვინოს უწოდებენ, არამედ ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით ინვესტიციებსაც მოიზიდავენ.

გლობალური დათბობის გამო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს თავის ტერიტორიაზე ყურძნის მოყვანა უკვე შეუძლიათ. მაგალითად, ფინეთის მეზობელი შვედეთი მეღვინის სტატუსსაც ატარებს და მეღვინეობაც ყოველწლიურად უფრო და უფრო ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები