LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით შეამცირებს

86
4d9304aec7c84cf897c036d3d003dea7

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთის მოქალაქეებითვის ვიზების გაცემა 90%-ით შემცირდება.

ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბრიდან ფინეთი რუსი ტურისტების სავიზო განაცხადების მხოლოდ 10%-ს მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ყოველდღიურად დაახლოებით 100 სავიზო განაცხადს მიიღებს, მაშინ, როცა ფინეთი რუსეთის მოქალაქეებზე დღეში დაახლოებით 1000-ს ვიზას გასცემს.

პეკა ჰავისტომ ასევე თქვა, რომ ფინეთი ევროკავშირს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან ერთად შესთავაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილება მიიღონ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გამონაკლისი შეიძლება იყოს ზოგიერთი ჯგუფისთვის, როგორიცაა ჟურნალისტები, დისიდენტები ან აქტივისტები. პეკა ჰავისტოს თქმით, მისი სამინისტრო აქ სქემის შესახებ კონსულტაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაივლის.

სამოქალაქო ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები