LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი მსოფლიოში პირველ ციფრულ პასპორტს დატესტავს

122
thumb_1024x663_helsinki-airport-11zon

ჰელსინკის აეროპორტში მსოფლიოში პირველ ტურისტულ პასპორტებს დატესტავენ. The Mayor-ის ინფორმაციით, სიახლემ ევროპაში მოგზაურობა ბევრად უნდა გაამარტივოს და თან დააჩქაროს.

ოპცია ამ ეტაპზე მხოლოდ ფინეთის იმ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი ვინც ლონდონში, მანჩესტერში ან ედინბურგში მიფრინავს.

მგზავრებმა ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია უნდა გადმოწერონ, სადაც პასპორტის გაციფრულებული მონაცემები იქნება მოცემული და ეს ინფორმაცია მგზავრობამდე ცოტა ხნით ადრე მესაზღვრეებთან გაიგზავნება. ახალი ტექნოლოგიის დახმარებით მოგზაურები შეძლებენ, რომ უსაფრთხოების კონტროლი ბევრად სწრაფად გაიარონ და ქაღალდის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული თავის ტკივილიც აირიდონ.

თუმცა, ამასთან მგზავრებს ჩვეულებრივი პასპორტის თან ქონა მაინც მოუწევთ, რამეთუ ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლი ჯერ ისევ ქაღალდის დოკუმენტებით მუშაობს.

ექსპერიმენტი 2024 წლის თებერვლამდე გასტანს, შემდეგ კი სპეციალისტები მის შედეგებს შეაჯამებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები