LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელთა 13% მთელი წელი ველოსიპედით დადის

34

ფინელთა 13% მთელი წელი ველოსიპედით დადის. ასეთი დასკვნა ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარების ორგანიზაციამ მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ მიიღო. მაშინ როცა ფინეთში არ თოვს, ყველაზე ეკოლოგიურ ტრანსპორტს მოსახლეობის 37% რეგულარულად იყენებს. ფინელთა 75% კი ორბორბლიანი ტრანსპორტით მუდმივად არა, თუმცა ძალიან ხშირად დადის. მოსახლეობის 60% ველოსიპედს საქალაქო ტრანსპორტის სახეობად თვლის და სამსახურში მისასვლელად სწორედ მას ირჩევს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ველოსიპედისტი ქალაქ ოულუში ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები