LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელებმა ყვითელი ბასლეინების გაკეთება გადაწყვიტეს

163
waynews19

2020 წლის 1 ივლისიდან ფინეთის ქუჩებში სრულიად ახალი საგზაო ნიშნები გაჩნდება და 1980-იანი წლების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური განახლება იქნება.

მოიმატებს ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი ნიშნები, პირველ რიგში კი ველო- ბილიკების ტრასებისგან გამოყოფა მოხდება. გზაჯვარედინებზე ველოსიპედისტებისთვის სპეციალური ნიშანი და გასავლელი ადგილიც გაჩნდება.

გარდა ამისა, კონკრეტულ მონაკვეთებზე დაიდგმება მოძრაობის ამკრძალავი ნიშნები, რომლებიც ველოსიპედს, მოპედსა და ქვეითსაც კი შეზღუდავს.

ბენზინსგასამართ სადგურებთან შესაბამისი ნიშნები – საწვავისა და ელექტრო დამუხტვის აღმნიშვნელი მარკირება გაჩნდება.

განახლდება ნიშნები, რომლებზეც ცხოველებია გამოსახული და ყველასთვის ნაცნობ ირემს ამიერიდან გარეული თხაც დაემატება.

და ბოლოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურ ბასლეინებს გააკეთებენ და ეს აღნიშვნა ყველგან ყვითელი ფერის იქნება. საინტერესოა, რომ ამჟამად ფინეთში ავტობუსებისთვის ცისფერ საგზაო ხაზებს იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები