LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელები შეძლებენ, რომ ქალაქში გადაადგილებისას აირჩიონ მარშრუტი ყველაზე სუფთა ჰაერით

110
ფინეთი

ფინური ქალაქის, თურქუს მაცხოვრებლები შეძლებენ რომ მოერიდონ იმ ქუჩებს, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული. ამისათვის ქალაქში წამოიწყეს სერვისი, რომელიც რეალურ დროში აახლებს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების შესახებ და ადგილობრივებს ყველაზე უსაფრთხო მარშრუტებს სთავაზობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგადად ფინეთში ევროპის მასშტაბით ყველაზე სუფთა ჰაერია. მიუხედავად ამისა, მავნე ნაწილაკების კონცენტრაციამ პერიოდულად შესაძლოა დაშვებულ დონეს გადააჭარბოს – მაგალითად, შენობების შეკეთების ან გზებზე საცობების დროს.

აპლიკაცია ამ მცირე ცვლილებებსაც კი გააკონტროლებს და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილამდე ყველაზე „სუფთა“ გზას შესთავაზებს.

გარდა ამისა, თურქუში მაცხოვრებლებს შეეძლებათ აირჩიონ მარშრუტი ყველაზე მეტი სიმწვანით, ანდაც გზა რომელიც უფრო ადვილად გასავლელია.

შეგახსენებთ, რომ ჰაერის დაბინძურებას სასუნთქი გზების დაავადებების და გულის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები