LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური პოლიცია ”აიფონ პლუსს” მეორადი ტელეფონების რელიზაციას ედავება

180

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ”აიფონ პლუსს” მეორადი ტელეფონების რელიზაციას ედავება. სამსახური კომპანიის დოკუმენტაციას სწავლობს.

როგორც ”ფორტუნას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა, სამსახურის თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვა ჩაატარეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ტელეფონებიც შემოწმდა.

”ექსპერტიზამ აჩვენა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონები უკვე არის ექსპლუატაციაში ნამყოფი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდება განმეორებითი ექსპერტიზა” – განუცხადა ”ფორტუნას” გრძელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები