LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე”

46

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია და მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები საგადასახადო პოლიტიკის და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, და ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ასევე, საგადასახადო პოლიტიკა მხარს დაუჭერს ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკას.

„მნიშვნელოვან რეფორმათა შორის, გამოვყოფდი უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული, დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას ხუთჯერ 5%-დან 1%-მდე. ასევე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს ქვეყანაში და შექმნის დამატებული ღირებულების ადმინისტრირების სისტემას, განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაღალი სტანდარტის შესაბამისად,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, გაძლიერდება საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანობა. დაგეგმილი რეფორმების მიზანი კი იქნება გაამარტივოს ბიზნესისათვის ადმინისტრირების ტვირთი და ზოგადად, გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ახლებური მიდგომებით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით. „და ბოლოს, მთავრობის საკვანძო მიმართულება არის მცირე მთავრობის კონცეფცია. ის სრულად არის ასახული წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამაში, რომლის თანაავტორიც გახლავართ. ჩვენი ხედვა ეფუძნება მცირე, მაგრამ ამავე დროს, ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციას, რომელიც სრულად შეესაბამება და პასუხობს ქვეყნის განვითარების მიზნების წინაშე მდგარ გამოწვევებს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები