LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის ცუდია

83
money

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა ბიზნესს მაქსიმალურად დაუდგა გვერდით, თუმცა არ ემხრობა ცალკეული სექტორების მიხედვით საგადასახადო შეღავათებს. როგორც ივანე მაჭავარიანი განმარტავს, საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის ცუდია.

„ჩვენ ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ ზოგადად საგადასახადო შეღავათების შესახებ და ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ შეღავათები არაა სწორი და ეფექტური მექანიზმი ეკონომიკის ან ბიზნესის წასახალისებლად. ესაა კონკრეტული სექტორის წახალისება სხვა სექტორების ხარჯზე. ეკონომიკაში მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა სექტორსა და პროდუქტზე, რათა ნაკლებად მოხდეს ე.წ. გამრუდება. მომხმარებლის ქცევის ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს საგადასახადო პოლიტიკამ. შესაბამისად, ზოგადად ვართ ძალიან კონსერვატორები შეღავათებზე. იდეალური შემთხვევა იქნებოდა, რომ მაქსიმალურად თანაბრად ხდებოდეს ყველა სექტორის დაბეგვრა, მინიმალური იყოს ჩრდილოვანი სექტორი და მერე ზოგადად შეიძლება ვისაუბროთ გადასახადის დონესა და მის დაწევაზე.

დაბალი გადასახადები ცუდი ფენომენი არაა, მაგრამ სხვადასხვა სექტორების სხვადასხვა წესით დაბეგვრა ძალიან ცუდია, არა მარტო ფისკალურად, არამედ ზოგადად ეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს აფერხებს და არასწორი ქცევისკენ უბიძგებს მომხმარებლებს. შესაბამისად, ჩვენ არ ვემხრობით სექტორების მიხედვით ცალკეულ შეღავათებს“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები