LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება

103
lashaxicshvilifot

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ახალი ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ლაშა ხუციშვილი ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მარტს ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მაჭავარიანს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ განმარტა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კიდევ ერთი ახალი მინისტრი წარადგინა – იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძეს რატი ბრეგაძე შეცვლის. ბრეგაძე დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები