LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინალში ჭიდაობა ქართველების საქმეა: მედლები ალმათიდან

34

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართული საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მძიმეწონოსანთა ქართული ფინალით დაგვირგვინდა, რომელშიც ლევან არაბულმა ზვიად პატარიძე დაამარცხა.

არაბულმა ფინალამდე უზბეკი დალეტ რახმატოვი (9:0) და რუსები ალექსეი გრიშინი (2:1) და ვიტალი შური (2:1) დაჯაბნა, პატარიძემ კი სამხრეთკორეელ კიმ მინს (6:0), უკრაინელ ვლადისლავ ვორონინსა (9:0) და ყაზახ ნურმახან ტინალიევს (6:2) სძლია.

ტურნირის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ.), რომელიც ფინალში უკრაინელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორი ჟან ბელენიუკთან დამარცხდა.

მანამდე, ქართველმა ფალავანმა ყაზახები ბაურჟან მუსინი (3:0) და ხუსეინ მუცოლგოვი (3:3) და პოლონელი ტადეიუს მიხალიკი (6:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ ლაშა გობაძეს 2:0 სძლია.

საბოლოოდ, კვარცხლბეკს მიღმა არც გობაძე დარჩენილა, რომელმაც ბრინჯაოს ორთაბრძოლაში ხსენებულ მიხალიკს 3:0 სძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები