ლონდონში ფილმის „მშვიდობით, კრისტოფერ რობინ“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა, რომელსაც ბუნებრივია, მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობიც დაესწრო. ღონისძიებისთვის მსახიობმა უჩვეულო ჩაცმულობა, მაკიაჟი და ვარცხნილობა შეარჩია.
წითელ ხალიჩაზე ის ყვავილებიანი კაბით გამოცხადდა. უჩვეულოდ დიდ სახელოებში მსახიობი პროფესიონალ მოკრივეს წააგავდა, ხოლო ამ სახელოების ფონზე საერთოდ „გამქრალი“ ჰქონდა მკერდი.
კითხვებს აჩენდა რობის მაკიაჟი და ვარცხნილობაც. ყვითელი ფერის თვალის ჩრდილი წარბებამდე და სველი თმის ეფექტი, თაყვანისმცმელების განხილვის თემა გახდა.
ფილმი „მშვიდობით, კრისტოფერ რობინ“ მწერალ ალან მილნის ოჯახური ცხოვრების ისტორიას წარმოადგენს, სადაც მარგომ ალან მილნის (დონალ გლისონი) მეუღლე განასახიერა, კრისტოფერ რობინის როლი კი ალექს ლოუტერმა შეასრულა. ფოტოები