LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის ბოლოს უგულავა გამტაცებელს ეუბნება: “გარი ვ ადუ, სუკინ სინ” – რას წერენ სოციალურ ქსელში ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

245
zugdidi

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის ეპიცენტრში გადაღებული კადრები ვიხილეთ.

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ერთ-ერთია 19 მძევალს შორის, აცხადებს, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული, აქვს გახსნილი ყუმბარა, ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს.

„შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში ვართ, ჩვენს გვერდით არის გამტაცებელი, კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარეობა გამორიცხულია, რადგან ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.
გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და იმას, რომ აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. თავდამსხმელი ერთია და ჩემს გვერდითაა ახლა“, – აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან იყო გამტაცებელთან კომუნიკაცია და მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა, შენობაში ამ დრომდე არავინ შესულა.

„მხოლოდ დაპირდნენ მას, რომ შემოვიდოდნენ, მაგრამ ერთი საათია აქ ვართ და არავინ შემოსულა, უცნობია, როდის შემოვა ვინმე“, – განაცხადა მძევალმა.

ამის ჩვენება პირდაპირ ეთერში არ შეიძლება: პრემიერი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

აღნიშნულმა სიუჟეტმა სოციალურ ქსელი გაამხიარულა.

„თავდამსხმელიც რომ თავისი პრესსამსახურით არის შესული ბანკში“.

„დისტანციას რატომ არ იცავთ“.

„პირდაპირი ჩართვის უფლება მისცა. მალე მუსიკებსაც ჩართავს და იცეკვებენ“.

„ფილმის ბოლოს უგულავა გამტაცებელს ეუბნება: გარი ვ ადუ, სუკინ სინ. მერე “რუბილნიკს” ხელს გადაკრავს და დამნაშავეს დენი დაარტყამს.
მერე გარეთ პლედს მოახურებენ და ცხელ ყავას დაალევინებენ და ეს პოლიციის თანამშრომელს ეტყვის: “ია ოჩენ სტარ დლია ეტავა ძირმა”.
ტიტრები.

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ყაჩაღობაა: ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

 

„უგულავამ წუხელ “კერკეტ კაკალს” უყურა “ვიდიოში”.

„რა დრო დადგა, ტერორისტს ლაივი აქვს“.

 

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დაწყებიდან ძალიან მალე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მზადაა, ბანკში შევიდეს და მძევლებს ჩაენაცვლოს. ამ დრომდე გამტაცებელს აღნიშნულთან დაკავშირებით  კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს-ს საგანგებო განცხადება: რა ხდება ზუგდიდში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები