რუსული შოუბიზნესის მეფე უკვე 25 წელიწადია რაც ლუბა უსპენსკაიასთან მეგობრობს. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა დუეტის ჩაწერაზე და როგორც იქნა, ეს ოცნება აუხდათ.
„ჩვენ როგორც იქნა ავიხდინეთ ოცნება, ჩავწერეთ შესანიშნავი დუეტი, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის ვლადიმერ კრესტოვსკიმ დაწერა.“ – განაცხადა ფილიპ კირკოროვმა.
კირკოროვისა და უსპენსკაიას დუეტის პრემიერა „ახალი ტალღის“ გალა კონცერტზე შედგება, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.