LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ კირკოროვი წლები მალავდა, რომ სომეხი იყო – რუსული მედია

790
kirkorovi

ფილიპ კირკოროვის მიმართ რუსული მედია სულ უფრო დაუნდობელი ხდება. მას შემდეგ, რაც ის „ევროვიზიაზე“ იმყოფებოდა და მაქსიმ გალკინის პოზიციების საჯარო დაცვა სცადა, კირკოროვი ფავორიტი არტისტების სიიდან ჩამოქვეითდა.

ამჯერად რუსული მედია აქცენტს მის წარმოშობაზე აკეთებს. ირკვევა, რომ კირკოროვის ნამდვილი გვარია კრიკორიანი. მუსიკოსის მამა, ბედროს კრიკორიანი რუსეთის სახალხო არტისტი გახლდათ, ხოლო ბაბუა, ფილიპ კრიკორიანი სომხეთის ქალაქ ვარნაში დაიბადა და გაიზარდა. მუსიკოსის ბებია და ბაბუა ასევე მღეროდნენ და ადგილობრივ ეკლესიაში გალობდნენ. დღეს რუსული მედია წერს, რომ თავად ფილიპ კირკოროვი წლები მალავდა თავის ნამდვილ წარმომავლობას და ეროვნებას.

სკამებს ჩაჭიდებული, ყველაფერზე წამსვლელი რუსი ჩინოვნიკები ამაზრზენი სანახავია – ფილიპ კირკოროვი 

ვიდეო: მან გალკინსა და პუგაჩოვაზე უსიამოვნოდ ისაუბრა, რატომ? ცოდვა ყველას აქვს, მოიძებნებიან ისეთები ვისაც ბინძურ თეთრეულს ამოუქექავენ – კირკოროვი სიმონიანს უპირისპირდება 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები