LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ კირკოროვი შვილებსა და მათ დედაზე ალაპარაკდა

19

რუსული პოპის მეფე ფილიპ კირკოროვი აღიარებს, რომ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს შვილებს ალასა და მარტინს უკავშირდება. ის გამოტყდა, რომ ბავშვები ძიძებთან კი არა, ერთიან, მყარ ოჯახში იზრდებიან…

”შვილები უნდა გაზარდონ მშობლებმა და არა ძიძებმა. ჩემი მოსაზრება შეიძლება ბევრმა ძველმოდურად ჩათვალოს. თუმცა, ამ საკითხთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება უცვლელია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს მშობელი დედა უვლის და არა რომელიმე დაქირავებული ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დამატებითი სიყვარული, სითბო და ყურადღება აჩუქოს სხვის შვილებს” – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ მომღერალი თითოეულ თავისუფალ წუთს თავის შვილებთან ყოფნას უთმობს და აღიარებს, რომ ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

რუსული პოპის მეფემ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ გრანდიოზული შოუსთვის ემზადება, რომელიც კრემლში გაიმართება. როგორც ცნობილია, მომღერალი 4 კონცერტს გამართავს, რომლის მომზადებაშიც მას ცნობილი რეჟისორი ფრანკო დრაგონე ეხმარებოდა. საპრემიერო კონცერტების შემდეგ კი მომღერალი გასტროლებზე გაემგზავრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები