მაქსიმ გალკინი ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კონცერტების სერიას მართავს. კომიკოსი კლივლენდში გამართულ კონცერტზე ისევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შეეხო და ამჯერად რუსი პროპაგანდისტები გააშარჟა:
„ანგელინა ვოვკს უთქვამს, ფრონტზე უნდა წავიდეო, მე კიდევ გირჩევთ, ფილიპ კირკოროვი გაუშვით ფრონტის წინა ხაზზე, გამჭვირვალე კოლჰოტებით, რამდენიმე დღე მაინც მიაღწევთ ზავს“ – ამბობს იუმორისტი.
გალკინის ამ გამოსვლას უკვე მოჰყვა რუსი პროპაგანდისტების მკვეთრი გამოხმაურებები.
რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო