LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა – როგორ შეაფასეს კოლეგებმა

94

10 ივნისს ფიალრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნოდიკო ტატიშვილის სოლოპროექტი „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა” შედგა, გაიხსნა ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მისი მეუღლის, ლუიზა კობალაძის სახელობის ვარსკვლავიც.

საღამომ ანშლაგით ჩაიარა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

ღონისძიების მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობა იყო ნოდიკო ტატიშვილის თაყვანისმცემელთა, გულშემატკივართა და კონცერტის მონაწილეთა მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დუეტსა თუ სოლოშესრულებას აზიარებდნენ საქებარი სიტყვების თანხლებით.

საღამოზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ შექმნილი სიმღერები, ჰიტები, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე რჩება ბევრისთვის საყვარელ კომპოზიციებად. ნოდიკო ტატიშვილმა დუეტები შეასრულა ნეკა სებისკვერაძესთან, მაკა ზამბახიძესთან, სალომე ბაკურაძესთან, თიკა მახალდიანთან და სხვებთან ერთად. ასევე სიურპრიზად დარბაზში მდჯომ ლუიზა კობალაძესთან ერთად ნოდიკომ ასევე იმღერა დუეტი, რომელსაც დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა…

სცენაზე კონცერტის მიმდინარეობისას ავიდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წარმომადგენელი თათა სადრაძე, რომელმაც ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს კომპოზიტორისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა – „ოქროს ტალღა“ ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები