ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მოსკოვშია. მან პრესკონფერენცია გამართა და რევოლუციურ პერსპექტივაზე ისაუბრა.
”ვიდეომსაჯებთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. უახლოეს პერიოდში დავტესტავთ და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შევხედავთ მუშაობს თუ არა ეს სისტემა. რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა გახდეს პირველი, სადაც ვიდეოსისტემა ამოქმედდება”, – თქვა ჯანიმ.
მარტში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ მოიწონა ვიდეოგამეორებების ტესტები, რაც დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მომდევნო მუნდიალი რუსეთის 11 ქალაქში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.