LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას კორუფცია: ყატარელებმა ქრთამი 10 წლის გოგონას მისცეს

34

ფიფას მაღალჩინოსნის 10 წლის ქალიშვილმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევამდე 2 მლნ ევრო მიიღო.

სამშაბათს ფიფამ ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, მაიკლ გარსიას ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გარსიას ეჭვი გაუჩნდა კორუფციული გარიგების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლის არჩევამდე დაიდო.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ფიფას ერთ-ერთი ხელმძღვანელის 10 წლის ქალიშვილმა პირად ანგარიშზე მსოფლიო პირველობის მასპინძლად ყატარის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე 2 მლნ ევროს ოდენობის თანხა მიიღო. მოგვიანებით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით მადლობა გადაუხადა ყატარელებს რამდენიმე ასეული ათასი ევროს გადარიცხვისათვის.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს. ქვეყანა მასპინძლად 2010 წელს აირჩიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები