LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას ძვირადღირებული საათები მოპარეს

117

ფიფას ცერემონიისას 600 ათასი ევროს ღირებულების საათები მოიპარეს.
დამნაშავეებზე არაფერია ცნობილი.

ფიფამ პოლიციას მიმართა ექვსი ელიტური საათის დაკარგვასთან დაკავშირებით. ბრენდ Hublot-ის თითო საათი 98 ათასი ევრო ღირს. ისინი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის დაამზადეს.

ფედერაციის წარმომადგენლებმა ქურდობასთან დაკავშირებით ცერემონიის დასრულებისთანავე განაცხადეს. საათები კი ღონისძიების დაწყებამდე დაიკარგა და ორგანიზატორებს მოუწიათ გამარჯვებულებისთვის სხვა მარკის საათები გადაეცათ.

ფიფას ცერემონიაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანო რონალდომ მიიღო.
კლაუდიო რანიერი „ლესტერიდან“ წლის საუკეთსო მწვრთნელად დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები