LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას ახალი პრეზიდენტი პუტინმა აქო, მარადონამ ლანძღა

40

მსოფლიო ფეხბურთს ახალი ხელმძღვანელი ყავს: ფიფა 4 წლით ჯანი ინფანტინომ ჩაიბარა. ეს ისეთი ორგანიზაცია და თანამდებობაა, აქ ყოველთვის იქნება კრიტიკა, აზრთა სხვადასხვაობა, ბრალდებები, გართულებები, გარიგებები… პრინციპში უკვე დაიწყო კიდეც. ასე მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა ვ. პუტინმა უკვე შეაქო ჯანი, ხოლო ფეხბურთის ექსცენტრიულმა ღმერთმა დიეგო მარადონამ ქოქოლა დააყარა. ამაში გასაკვირი არაფერია, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ხანია ცნობილია რუსეთის დამოკიდებულებაც და მარადონასიც.
არგენტინელმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ფიფას ახალ თავკაცს მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ქონდეს.

„პრინც ალის და შეიხ სალმანს დიდი პოტენციალი აქვთ, აი ინფანტინო კი მოღალატეა. მისი უფროსი ცალი ფეხით ციხეშია, ის კი ისე განაგრძობს მუშაობს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ჯანი ბურთულებს ურევდა ხოლმე და ფიფას პრეზიდენტობა სურდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც მანიპულაციებით მილიონების შოვნას არ აპირებს“, – დაწერა ambito.com-მა დონ დიეგოს ნააზრევი.
რუსეთის პრეზიდენტმა კი ინფანტინოს მიულოცა და სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა. ამხანაგმა პუტინმა საბჭოთა სულისკვეთებით გაჟღენთილი წერილი მიწერა საკუთარ ფავორიტს:

„საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში აქტიურმა და ნაყოფიერმა მოღვაწეობამ, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილმა წონადმა პირადმა წვლილმა სამართლიანად მოგიტანეს მაღალი ავტორიტეტი. დარწმუნებული ვარ, თქვენი პროფესიული გამოცდილება, დიდი შემოქმედებითი და ორგანიზაციული პოტენციალი დაგეხმარებათ ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში, რაც ემსახურება ფიფას პოზიციების გამყარებას“, – განაცხადა თავად გაუთავებლად „არჩეულმა“ ქვეყნის პრეზიდენტმა.
45 წლის შვეიცარიელმა ჯანი ინფანტინომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მეორე ტურში მოიგო და ახლა მისი უფლებამოსილება 2019 წლამდეა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები