LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ სამხრეთ კორეელი კანდიდატი მოკვეთა

52

ფიფას ეთიკის კომიტეტმა ჩონ მონ ჯუნას ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 15 წლით შეუჩერა.

ცნობილი გახდა, რომ 2010 წელს მონ ჯუნმა, რომელიც ფიფას ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ფეხბურთის განვითარებისთვის 777 მილიონი დოლარი აღუთქვა, თუკი სამხრეთ კორეა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას მიიღებდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტი ამ სიტუაციას ინტერესის კონფლიქტად განიხილავდა, რაც ხმების მოსყიდვას უტოლდებოდა და ამ თემაზე გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ თავად სამხრეთ კორეელი ყველა ბრალდებას უარყოფს და საქმის პოლიტიკურ ხასიათზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, ფიფას პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს ჩატარდება, კანდიდატების განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს შეჩერდება.

ფიფა ამ დროისთვის კორუფციული სკანდალების ეპიცენტრშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები