ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის მატჩებზე 804 186 ბილეთი გაყიდა.
ყველაზე დიდი ინტერესი გამოხატეს გულშემატკივრებმა ყატარიდან, აშშ-დან, ინგლისიდან, მექსიკიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, არგენტინიდან და საუდის არაბეთიდან.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ფანებს შორის მეტი პოპულარობით სარგებლობდა ცალკეული მატჩების ბილეთები. ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია გახსნის შეხვედრამ და ფინალმა.
ბილეთების გაყიდვის მომდევნო ეტაპი 5 აპრილს დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის ბილეთები უცხოელი გულშემატკივრებისთვის 250-დან 800 ყატარულ რიალამდე ღირს (69-დან 229 დოლარამდე), ადგილობრივებისთვის – 40 რიალი (11 დოლარი).
ფინალის ბილეთები იქაურებს 206 დოლარი დაუჯდებათ, ჩასულებს – 604-დან 1.6 ათასამდე.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 221 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.