ფიფას წარმომადგენლები, საერთაშორისო ამხანაგური მატჩების გაუქმებას და მის ნაცვლად “მსოფლიოს ლიგის” ტურნირის დაწყებას გეგმავენ.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ნაცვლად ტურნირი ჩატარდება, რომელიც უეფას “ერთა ლიგის” მსგავსი იქნება. ფიფას ინიციატივით, რეიტინგის მიხედვით – მსოფლიოს ნაკრებები სამ დივიზიონში გადანაწილდებიან.
“მსოფლიოს ლიგის” ტურნირის დაწყების იდეას – ფიფა აქტიურად განიხილავს. რამდენადაც ცნობილია, ტურნირი 2019 წლიდან აიღებს სტარტს.
ჯანი ინფანტინოს მტკიცებით, ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს ახალ პროექტებზე და მსგავსი ტიპის ტურნირები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მსოფლიო ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციის ზრდას.